წამყვანმა კომიტეტმა მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი კვლავ არ დაუჭირა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე უარყოფითი შეფასება ერთხმად გამოხატა.
კომიტეტი ძირითადად ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხს და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებებთ ე.წ. სტარტაპების დაფინანსების ინიციატივას.
კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.