მასშტაბური ავიაკატასტროფა რუსეთში. ნარიან-მარას აეროპორტში ან-2 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა. 4 მათგანი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენებმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა. კატასტროფის მიზეზი დგინდება.