საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ თბილისის 37-ე საბავშვო ბაღისთვის პატრონაჟის აღების და საჩუქრების გადაცემის ცერემონია გამართა.
ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური კონსული საქართველოში, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში რიგი ღონისძიებების ავტორია. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, საელჩომ თბილისის საბავშვო ბაღის პატრონაჟი აიღო და პირველ ჯერზე 22 000 ლარის ოდენობის საჩუქრები (აუდიო/ვიდეო/საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები) გადასცა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის, ძი იანჩის განცხადებით, ღონისძიების მიზანი, ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა.
"დღევანდელი ღონისძიების მიზანია, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობები. დღეს, ჩვენ 37-ე ბაღს გადავეცით 22 000 ლარის ღირებულების ინვენტარი. ეს ბავშვები ჩვენი მომავალია, საქართველოს მომავალია, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქალაქ თბილისის ხელისუფლებას მათ განვითარებაში. ჩინეთის საელჩო საქართველოში გააგრძელებს პატრონაჟს ბაღზე და პერიოდულად დაეხმარება მას სხვადასხვა ფორმით", - განაცხადა ძი იანჩიმ.