უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. სოციოლოგიური გამოკითხვა უკრაინის სტრატეგიული კვლევების ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პეტრო პოროშენკოს მოღვაწეობით უკმაყოფილო რესპოდენტთა 74 პროცენტია.
10 პროცენტით არის შემცირებული „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ რეიტინგიც.
პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად 2014 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მას მხარს ამომრჩეველთა 54 პროცენტი უჭერდა.