იემენის დასავლეთში სახელისუფლო ძალებთან შეტაკებებს, სულ მცირე, 25 ჰუსიტი ამბოხებული ემსხვერპლა, 16 დაიჭრა, 8 კი ტყვედ აიყვანეს. სამთავრობო ძალებს საჰაერო მხარდაჭერას არაბული კოალიცია უწევს. კოალიცია იემენის კონფლიქტში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ამბოხებულებმა დედაქალაქი სანაა დაიკავეს და მოქმედ პრეზიდენტს ქვეყნიდან გაქცევა აიძულეს.