ყირიმელ თათრებს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მოწყობილი პიკეტების გამოთითქმის ყოველდღიურად ასამართლებენ. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს ყირიმში 70-მდე სასამართლო პროცესი შედგა. აქტივისტთა ნაწილს ექსტრემიზმის ბრალდება წაუყენეს.
რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა, რის შემდეგაც ყირიმელი თათრების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო.