ჟურნალმა „ფორბსმა“ ამერიკის უმდიდრესი ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში პირველ ადგილს რეჟისორი და პროდიუსერი ჯორჯ ლუკასი იკავებს. მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილზე 3,6 მილიარდით რეჟისორი სტივენ სპილბერგია, მესამე პოზიციაზე კი 2,8 მილიარდით ტელეწამყვანი ოპრა უინფრი მოხვდა.