ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი გადადო. მაიკ პენსის ვიზიტი მიმდინარე კვირას იყო დაგეგმილი, მაგრამ 14 იანვარს შედგება. ვიზიტის გადადების მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება გახდა, რის გამოც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მასობრივი არეულობები დაიწყო. ტრამპის გადაწყვეტილებას გაერო და ევროკავშირიც ეწინააღმდეგება.