მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივა. ამის შესახებ მან ტელეარხ „ნიუს ვანის“ ეთერში განაცხადა. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები კიდევ ერთხელ, მწვავედ გააკრიტიკა. პუტინს მან რუსეთის უშიშროების სამსახურის იდეალი უწოდა, პეტრო პოროშენკო კი ლუდად მოიხსენია, რომლისგანაც უკრაინას მძიმე ნაბახუსევი ექნება.