გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმთან დაკავშირებულ რეზოლუციას ვეტო დაადო. შეერთებულმა შტატებმა დოკუმენტი დაბლოკა, რომელიც ვაშინგტონის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გაუქმებას ითხოვდა. დოკუმენტი, რომელიც პალესტინის მიერ იყო მომზადებული, უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ წარადგინა. რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.