თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 ნოემბერს "საქართველოს ბანკის" წერეთლის გამზირზე ფილიალიც დააყაჩაღეს.