Rolling Stones-ის ლიდერი მიკ ჯაგერი მეგობარ გოგონას დაშორდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარულ მუსიკოსს ერთი წლის დევეროსთან, რომელიც მას ბალერინა მელანი ჰემრიკმა გაუჩინა, მეტი დროის გატარება სურს. ამიტომ, ჯაგერი იძულებული გახდა 22 წლის ნურ ალფალთან ურთიერთობა შეეწყვიტა. დევერო 2016 წლის დეკემბერში დაიბადა. ის მიკ ჯაგერის მე-8 შვილია.