ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგული 70 წლის კაცი, რომელსაც სამი დღის მანძილზე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ზაურ ხურცია ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა. ახლობლების ინფორმაციით, იგი სამსახურთან ახლოს მდებარე ახლობლის ოჯახში იმყოფებოდა და იქიდან ნასვამ მდგომარეობაში წავიდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.