"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ დასმენის ბრალდებით მიეცა.
საქმე ეხება სამეგრელოში მცხოვრებ ოდენა ბარამიას, რომელიც 2016 წლის აპრილში სავარაუდოდ, გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუმცა, კვალიფიკაცია შეიცვალა და ბრალი ბარამიას წაეყენა ცრუ დასმენისთვის.
„საქმეში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრობლემები იკვეთება როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო ეტაპზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძირითადი და პირდაპირი მოწმეები არიან სამართალდამცავები. ამ შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მომავალში მოქალაქეებს შეექმნათ საფრთხე და შიში, რომ თუკი ისინი დაექვემდებარებიან ისეთ მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომელიც იქნება კანონთან კონფლიქტში და იქნება უკანონო, მათ არ განაცხადონ ამის შესახებ,“ - განაცხადა „საიას“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ.