თუ მუსლიმები იერუსალიმს დავთმობთ, შეიძლება მექა და მედინაც დავკარგოთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ტელეარხ NTV-ს ეთერში განაცხადა. მწვავე განცხადებით რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. თეთრი სახლის ლიდერმა ერთი კვირის წინ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.