ბრიტანელმა პოპ-ვარსკვლავმა რობი უილიამსმა უზბეკეთში ცნობილი რუსი ბიზნესმენის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის მხარდასაჭერად იმღერა. კონცერტი ტაშკენტის საერთაშორისო ფორუმების სასახლეში ჩატარა. მასზე დასასწრები ბილეთები 1,5- 2 მილიონი სუმი (200 დოლარი) ღირდა, რაც უზბეკეთში საშუალო ხელფასის ორმაგი ოდენობაა.