დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა, მივიდა. ადგილზე იმყოფება ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძეც.
სხდომაზე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრებს თავად კახა კალაძე გააცნობს და შეკითხვებს უპასუხებს.
ცნობისთვის, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს.