ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 37,1% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29,9%) და ელექტროენერგია (19.2%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 8,1%-ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 5,7% მოდის ქვანახშირზე:
„საქსტატის“ სექტორული ანალიზის მიხედვით, ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,5%. 2016 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 29,4% მოდის შინამეურნეობებზე, 17,9% - მრეწველობაზე, 2,6% - მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე 0,7%, ხოლო დარჩენილი 13,9% - კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.