რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, 57 წლის დან ჯონსონმა, რომელსაც თინეიჯერი გოგონას სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი, თავი მოიკლა. ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. გამოძიების ცნობით, ჯონსონმა თავი საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა.
მის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდება ორშაბათს გამოქვეყნდა. საქმე 2013 წელს სავარაუდოდ მომხდარ ფაქტს ეხებოდა.მომდევნო დღეს ჯონსონმა წირვაზე ბრალდება უარყო
ჯონსონი კენტუკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს აირჩიეს. ის ადგილობრივი ეკლესიის პასტორი იყო და რელიგიური თავისუფლებისა და სკოლებში განათლების შესახებ არაერთ კანონპროექტს უჭერდა მხარს.