ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი და ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი მოლაპარაკებებს ასრულებენ და კონსესუსთანაც ახლოს არიან, აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა გააკეთა.
„მჯერა, რომ Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე შემოვა. მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაშია. კონსესუსის მიღწევა ბორისპოლის აეროპორტთან ხერხდება, ის უკვე მიღწეული იყო ლვოვის აეროპორტთან,“ განაცხადა მინისტრმა.