„ეს არის დაბალანსებული, მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონია", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ბიუჯეტი გამოირჩევა იმით, რომ არის ერთი მხრივ, სოციალურად ორიენტირებულია და მეორე მხრივ, დამატებით უზრუნველყოფს და გენერირებს სამუშაო ადგილებს.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დეფიციტი გვაქვს შეთანხმებული - 3%-იანი დეფიციტი, რაც ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, ჩვენ არ გვქონია. ბიუჯეტი 4,5 %-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეა დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ასიგნებები ხარჯებისთვის მომდევნო, 2018 წელს გვექნება 12 მილიარდ 400 მილიონზე მეტი. პრაქტიკულად, მომავალ წელს დაიხარჯება 740 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ვხარჯავთ წლევანდელ წელს. მათ შორის, მინდა გითხრათ და ხაზი გავუსვა - მილიარდ 800 მილიონზე მეტია იმისათვის, რომ განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, დამაკავშირებელი პროექტები, საერთაშორისო მაგისტრალები და ის პროექტები, რომელიც მეზობელ ქვეყნებს აკავშირებს შავიზღვისპირეთთან. ეს ნიშნავს, დამატებით სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რაც საქართველოს საერთაშორისო მისიას აკავშირებს. ეს ბიუჯეტი გამოირჩევა იმით, რომ არის ერთი მხრივ, სოციალურად ორიენტირებულია და მეორე მხრივ, დამატებით უზრუნველყოფს და გენერირებს სამუშაო ადგილებს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.