ებრაელმა სამხედროებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 32 პალესტინელი დააკავეს. მათ შორის მოძრაობა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰასან იუსეფიცაა. სპეცოპერაცია ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა. დაკავებულებს ბრალად მასობრივი არეულობების ორგანიზება და ძალადობა ედებათ, რაც აშშ პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა.