თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი რეისებს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მესამე აეროპორტში გადაიტანს, რომლის გახსნას 2018 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ განცხადება Atlasglobal-ის მფლობელმა და პრეზიდენტმა მურატ ერსოიმ გააკეთა.„დროთა განმავლობაში ვგეგმავთ სტამბოლის ახალ აეროპორტში ბაზირებას, რომელიც ამ დროისთვის მშენებლობის რეჟიმშია. მომავალი წლის ზაფხულიდან მისი ეტაპობრივი გახსნა დაიწყება, ხოლო ოფიციალური გახსნა ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. ჩვენი ვარაუდით ახალ აეროპორტში 2019 წელზე ადრე ვერ გადავალთ", აცხადებს ერსოი.
მისივე თქმით, სტამბოლის ახალ აეროპორტში ნელ-ნელა ყველა ავიაკომპანია გადაიტანს საკუთარ ბაზას.
„ყველა ავიაკომპანია, რომლებიც დღეს ათათურქის აეროპორტიდან ასრულებენ რეისებს, იძულებულნი იქნებიან ნელ-ნელა ახალ აეროპოტში გადავიდნენ. ვინაიდან თავად ათათურქის აეროპორტი ფუნქციონირებას მხოლოდ ბიზნეს-ავიაციისთვის გააგრძელებს“, აღნიშნა Atlasglobal-ის პრეზიდენტმა.