ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ლონდონი-ქუთაისი W66424 ლუტონის აეროპორტში უამინდობის გამო გადაიდო და შესრულდება დღეს 11 დეკემბერს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი ლონდონიდან გამოფრინდება 11:10 საათზე (ლონდონის დროით), ქუთაისში ჩამოფრენის დრო კი იქნება 20:15 საათი.
ცვლილება შეეხო სხვა რეისებსაც.
11 დეკემბერს 06:35 საათზე დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან გაფრინდება 16:30 საათზე.
ბერლინში ჩაფრენის დრო - 17:40 საათი. (ბერლინის დროით)
ბერლინიდან ბორტი გამოფრინდება 11 დეკემბერს 18:10 საათზე (ბერლინის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო - 12 დეკემბერი, 01:05 საათი.
ქუთაისი-მილანის რეისი W66411 ქუთაისიდან გაფრინდება 11 დეკემბერს, 20:45 საათზე. მილანში ჩაფრენის დრო - 11 დეკემბერი, 22:10 საათი. (მილანის დროით).
მილანიდან რეისი W66412 გამოფრინდება 11 დეკემბერს, 22:40 საათზე (მილანის დროით). ქუთაისში რეისი ჩამოფრინდებაა 12 დეკემბერს, 05:45 საათზე.