უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის სახლთან გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის პატიოსნად მუშაობს.
„მათი კუმირის სააკაშვილისგან განსხვავებით, ქვეყნიდან არასდროს გავქცეულვარ. შაბათობით ყოველთვის ვმუშაობ. აქციის დროს უმნიშვნელოვანესს შეხვედრას ვატარებდი ჩვენი სამხედროების გაცვლასთან დაკავშირებით. შალის კუბოკრული „პლედი“ არ მჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მე სამართლიანად ვმუშაობ და მეორეც, განსხვავებით მათი კუმირი სააკაშვილისგან საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ“, – აცხადებს იური ლუცენკო.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან მიმდინარე აქციაზე - ,,ავტომაიდანი“, დაპირისპირება მოხდა. ბლოკ პეტრო პოროშენკოს დეპუტატი, ოლეგ ბარნისა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა ააქტივისტებს მიმართა, რომ ისინი ლუცენკოს სახლთან თანხის გამო იყვნენ შეკრებილები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქტივისტებმა დეპუტატის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთში დეპუტატმა ოლეგ ბარნმა მომხრეებთან ერთად ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეები იური ლუცენკოს მოუწოდებენ, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე ზეწოლა შეწყვიტოს. ისინი გენერალური პროკურორის გადადგომასაც ითხოვენ.