ბათუმში სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო დღეები იმართება. ღონისძიება სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“ დღეს გაიხსნა. მისი მიზანია საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ქართული კლინიკების უშუალო მონაწილეობით. ღონიძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. პროექტში მონაწილეობს საქართველოს წამყვანი 22 კლინიკა, ხოლო 22 კომპანია მოწვეულია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, კერძოდ: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსია და რუსეთი. პროექტი ხორციელდება B2B ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით.