სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ მე-7 საერთაშორისო გამოფენა - გაყიდვა ,,BATUMI BUILD 2017’’ გაიხსნა. საზეიმო ლენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გაჭრა. მინისტრმა გამოფენა დაათვალიერა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,BATUMI BUILD 2017’’ის გამოფენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავისი საინვესტიციო პროექტებით არის წარმოდგენილი. დამთვალიერებელს სამინისტროს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესხებ ინფორმაციიის მიღების საშუალება აქვთ. წელს გამოფენაში 7 ქვეყნის 80-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინია წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებია დაგეგმილი.
’’GEONET EXPO’’-ს მიერ ორგანიზებული გამოფენა ,,BATUMI BUILD 2017’’ - სამ დღეს გაგრძელდება და 10 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება.