პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს.
„ბატონო პრეზიდენტო, მმართველობის მეოთხე წელს თქვენ გახდით ერთდროულად პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეარხის პროდიუსერი. ახლა გისოსებს მიღმა აგდებთ თქვენს ოპონენტებს, რასაც იანუკოვიჩი აკეთებდა. გაიხსენეთ ყველაფერი როგორ დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი არა სასამართლომ, არა გენერალურმა პროკურორმა, არამედ თქვენ დააპატიმრეთ. ამიტომაც მოგმართავთ: დაუყოვნებლივ გააუქმეთ თქვენი ბრძანებები. არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს წინაშე. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი!“ - დაწერა იულია ტიმოშენკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.