„საკაშვილის დაკავება დისკრედიტაცია იქნება უკრაიანისთვის, მისთვის სასარგებლო“, - აცხადებს „ოპოზიციური ბლოკის“ ლიდერი ნესტორ შუფრიჩი.
მთელი ღამის განმავლობაში რადას შენობასთან ახალ ბარიკადებს აგებდნენ. ბატალიონ „დონბასის“ წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავენ, განსაკუთრებულად არიან მომზადებულები. კარვების ქალაქის სამივე შესასვლელს 200-მდე მებრძოლი იცავს.
ე.წ. კარვების ქალაქში მოწყობილი სცენიდან „ახალ ძალთა მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ და არიგებენ სპეციალურ ფლაერებს წარწერით მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით - მივიდნენ 10 დეკემბერს დაგეგმილ მარშზე და ბოლომდე იბრძოლონ უკრაინელი ხალხის ინტერესებისთვის.
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან უვადო შიმშილობა დაიწყო.