იერუსალიმსა და ბეთლემში მასობრივი არეულობები გრძელდება.იერუსალიმში დამასკოს ჭიშკართან პოლიციამ პალესტინელთა მანიფესტაცია დაშალა. შეტაკებები დაიწყო ბეთლემში, სადაც პალესტინელენმა ებრაელ სამხედროებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, სპეცრაზმელებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მღელვარება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. პასუხად პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასი ისრაელს ახალი ამბოხებით დაემუქრა და 8 დეკემბერი მრისხანების დღედ გამოაცხადა.