ბარაქ ობამა ამერიკაში გაზრდილი ნაციონალიზმის საფრთხეზე საუბრობს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოცემა „კრეინს ჩიკაგო ბიზნესი“ აქვეყნებს.
„ვითარება ძალიან ჰგავს გერმანიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში არსებულ სიტუაციას. მაშინ ვეიმარის რესპუბლიკაში დემოკრატიაც იყო და მრავალსაუკუნოვანი კულტურული და სამეცნიერო მიღწევებიც, მაგრამ ხელისუფლების სათავეში ჰიტლერი აღმოჩნდა. მესამე რაიხმა 60 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც არ უნდა დავივიწყოთ,“-აღნისნა ობამამ