ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხში. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და ქვეითი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.