უკრაინის პარლამენტმა ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი, იგორ სობოლევი თანამდებობიდან გადააყენა. ინიციატივას მხარი 256 დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.
მოგვიანებით სობოლოვმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დეპუტატების გადაწყვეტილების მიზეზი ის ანტიკორუფციული კანონები გახდა, რომელიც ძალაში ცოტა ხნის წინ შევიდა. მისი მტკიცებით, კანონმდებლების ნაწილს ანტიკორუფციული კანონი დისკომფორტს უქმნიდა.