ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თეთრი სახლის ლიდერის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ისტორიული მოვლენა უწოდა და დონალდ ტრამპს "მამაცი და სამართლიანი" გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ და საკუთარი საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ,"- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ტრამპმა გვიან ღამით აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.