შვეიცარიის პრეზიდენტის პოსტს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალან ბერსე დაიკავებს.
პრეზიდენტად ის პარლამენტარების უმრავლესობამ აირჩია. ბერსეს ხმა 228-დან 192-მა დეპუტატმა მისცა. ვიცეპრეზიდენტად კი კანონმდებლებმა ული პაურერი აირჩიეს.
შვეიცარიის კანონმდებლობით პრეზიდენტის პოსტს მთავრობის წევრები მონაცვლეობით იკავებენ.