აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯონ კონიერსი გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი აპარატის ყოფილმა წევრმა რამდენიმე ქალმა ის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ნოემბრის ბოლოს კონიერსმა პალატის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა, დღეს კი კონგრესიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ 2018 წელს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მხარს თავის შვილს დაუჭერს. 88 წლის კონიერსი წარმომადგენელთა პალატის უხუცესი წევრი იყო.