„ხელბორკილებს, რომელიც დღეს გამიკეთეს, სუვენირად შევინახავ და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს დავუბრუნებ იმისთვის, რომ პოროშენკოს დაადონ,“-ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უმაღლესი რადის წინ მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა.
„უნდა გენახათ, რა ცუდად ლაპარაკობდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პოროშენკოზე. ხელბორკილებს, რომელიც დღეს მათ დამადეს, აუცილებლად შევინახავ სუვენირად. როდესაც ამის დრო მოვა, აუცილებლად დავუბრუნებ იმისათვის, რომ პოროშენკოს დაადონ. გარწმუნებთ, ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ,“-აღნიშნა სააკაშვილმა.