მოსკოვში რუსეთის შსს-ს მთავარი ექსპერტ-კრიმინალისტი პიოტრ გრიშინი და მისი მოადგილე დააკავეს. მათ ბრალად საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედებათ. საუბარია 80 მილიონ რუბლზე, რომელიც გრიშინმა მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.