ვფიქრობ, ეს არის სამართლებრივი საკითხები და სამართლებრივი პასუხები უნდა გაეცეს ყველაფერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებში, ამ ეტაპზე, ექსტრადირების შესახებ რაიმე განხილვა დაწყებული არ არის.
„ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინის მხარემ თავად გააკეთა განცხადება, რამდენადაც ვნახეთ. მათ თქვეს, რომ ამ ეტაპზე ექსტრადირების შესახებ რაიმე განხილვა დაწყებული არ არის უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებში, თუმცა თქვენ იცით, რომ საქართველოს პროკურატურას მოთხოვნა გაგზავნილი აქვს.
დაველოდოთ შემდგომ სამართლებრივ პროცედურებს. ვფიქრობ, ეს არის სამართლებრივი საკითხები და სამართლებრივი პასუხები უნდა გაეცეს ყველაფერს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.