ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის გამოფენა IBTM World-ში მიიღო მონაწილეობა. ბარსელონაში გამართული გამოფენის განმავლობაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ 15 პრეზენტაცია გაიმართა. მოეწყო საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად IBTM World-ში მონაწილეობა ცამეტმა ორგანიზაციამ მიიღო. საქართველოს სტენდთან სხვადახვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტურისტული კომპანიების, ასოციაციებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ხუთასზე მეტი შეხვედრა გაიმართა. ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში საქართველოში საქმიანი ტურიზმის კუთხით არსებული შესაძლებლობები და რესურსები განიხილეს. სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები საქართველოში მასშტაბური კონფერენციების და საქმიანი შეხვედრების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.
IBTM World ერთ-ერთიუმსხვილესისაქმიანიტურიზმისგამოფენაა, რომელიცბარსელონაშიყოველწლიურადიმართება. გამოფენაზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.