1-ელი დეკემბრიდან Turkish Airlines-მა მგზავრების თვითმფრინავში ჩასხდომის დრო 5 წუთით შეცვალა.
ამიერიდან Turkish Airlines-ის რეისებზე, თვითმფრინავში ჩასხდომის დრო გაფრენამდე 20 წუთით ადრე შეწყდება, ეს იმ ფონზე, როდესაც ავიაკომპანია ჩასხდომის პროცესს თვითმფრინავის აფრენამდე 15 წუთით ადრე წყვეტდა.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, სიახლე ეხება ყველა აეროპორტს, სადაც კი Turkish Airlines-ი ავიარეისებს ასრულებს.
ახალ ნორმებს ავაიკომპანიაში გრაფიკის მიხედვით ფრენების განხორციელების აუცილებლობით ხსნიან.
თუ კი მგზავრი გასასვლელთან ფრენის განხორციელებამდე 20 წუთზე გვიან გამოცხადდება, ის ავიაკომპანიის ბორტზე ასვლას ვეღარ შეძლებს.