„უკრაინის ხელისუფლება აგონიაშია, ყველანაირ უკანონობაზე მიდის, სამართლებრივად ეს მათი მხრიდან ყველანაირი წითელი ხაზის გადაკვეთაა. ამის რაციონალურად შეფასება შეუძლებელია, იმდენად უგუნურ გადაწყვეტილებაზე წავიდნენ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასიალაიამ.
მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ, უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. სააკაშვილის ბინაში დილიდან უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკას ატარებენ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კი სპეცრაზმმა სააკაშვილის დაკავება სცადა, ის შენობის სახურავზე გაიქცა, საიდანაც განაცხადა: „ან აქ დავრჩები ან გადავხტები აქედან“.