ამიერიდან თურქეთი საერთაშორისო ავიარეისებს მკაცრად გააკონტროლებს და რეისებს სტამბოლიდან და პირიქით შეიარაღებული პირების მეშვეობით დაიცავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეტ არსლანმა გააკეთა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს. „ამ მეთოდს ბევრი ქვეყანა იყენებს, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანერთი. ადრე ამის საშუალებას კანონმდებლობა არ იძლეოდა და იყო სირთულეები“, აცხადებს მინისტრი.