2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე მცირდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის ფარგლებში ინფლაცია ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს.
გვეტაძის განცხადებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ნოემბერში 6,9%-ია.
"მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ინფლაციის მაჩვენებელს ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს. ეს ფაქტორები 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. დამატებითი შოკების არარსებობს შემთხვევაში დროებითი მაჩვენებლების ამოწურვის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლიდან 3%-ს დაუახლოვდება", - აცხადებს გვენეტაძე
კობა გვეტენაძე დეპუტატებს 2018-2020 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების დოკუმენტს აცნობს.