ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა და 18,6 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 10,1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 23,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.
2017 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 41,2% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 35,7% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,7%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის III კვარტალში 13,4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,2%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8,1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6 %-ით მეტი). 2017 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 643,9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 611,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 7,6%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2108,1 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,3 %-ით მეტი). 2017 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1143.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 131.0 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 837.2 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 98.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1178.3 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1240.7 ლარი,
მცირე ბიზნესი – 1051.5 ლარი.
2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 46,1% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 12,5%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,5%იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 7,1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.8%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.4%იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,6% კი სხვა დარგებზე ნაწილდება:
2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,4%) და მშენებლობა (21,6%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,0%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,4%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 29,6 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2017 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,0%, 14,0% და 11,3% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,3%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,3%):