2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია - ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაასაკაროვა.
- საქართველო მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით კვლავ მიეკუთვნება დაავადების დაბალი გავრცელების ქვეყნებს
- შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა.
- აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 12000
- შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა
- უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა

- 2017 წლის პირველ 11 თვეში გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა
- არვ მკურნალობას იტარებს 3994 პაციენტი, მათგან 41 – ბავშვია.
- აივ/შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა მიუთითებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების
- ხვედრითი წილის შემცირებას, სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევების მატების ხარჯზე
- 2011 წლიდან აივ/შიდსის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით ინფიცირების შემთხვევებს.
- 2011 წლიდან ასევე აღინიშნება აივ/შიდსის მამაკაცებს შორის სქესობრივი კონტაქტით (მსმ) გადაცემის მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რომელიც მაქსიმუმს (20%-ს) აღწევს 2015 წლისთვის. ეს ტენდენცია სტაბილურად შენარჩუნებულია.
აივ-ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის შესამცირებლად შიდსის ცენტრი და საქართველოს შიდსის ასოციაცია ინიციატივით გამოდის, რომლის დევიზია:
გამოვიკვლიოთ ყველა,
ვუმკურნალოთ ყველას,
დავასრულოთ
შიდსის ეპიდემია საქართველოში!
1 დეკემბერს 10:30 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა. ასევე ყურადღება გამახვილებული იქნება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში, მსმ-ებში (მამაკაცის სექსი მამაკაცთან) და სექს მუშაკებში აივ/შიდსის გავრცელების საკითხები განიხილეს.
შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო, არასამ