ერთი ადამიანი დაიღუპა ბარსელონის გარეუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად. დანაღმული ავტომობილი ვილადეკანსის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ავტოსადგომზე აფეთქდა. ინციდენტის შედეგად ორი მანქანა დაიწვა. პოლიცია ვარაუდობს, რომ რომ საქმე კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან შურისძიების აქტს ეხება.