ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქერმანიდან 58 კილომეტრში დილის 6:30 წუთზე დაფიქსირდა.
სეისმოლოგების ცნობით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დამანგრეველ მიწისძვრად ფასდება და მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.