Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს კენიის დედაქალაქ ნაირობიდან სტამბოლის მიმართულებით, საგანგებო დაშვება განახორცირლა. აღნიშნულის მიზეზი კი Wi-Fi გახდა სახელწოდებით "ბორტზე ბომბია".
პილოტმა საგანგებო დაშვების უფლება ითხოვა და თვითმფრინავი სუდანში ხარტუმის აეროპორტში დასვა.
აეროპორტში მოხდა მგზავრების ევაკუაცია და შესაბამისმა სამსახურებმა თვითმფრინავი საგანგებოდ შეამოწმეს. შემოწმების შედეგად თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა და ლაინერმა სტამბოლის მიმართულებით რეისი განახორციელა.