რეგულაციის ამოქმედებიდან ხუთი წლის თავზე, ავსტრალიის მოსახლეობის განწყობის გამოსაკითხად CanvasU-მ ჩაატარა კვლევა, რომელიც JTI-მ (Japan Tobacco International) დააფინანსა. კვლევამ გამოავლინა, რომ:
- ავსტრალიელთა თითქმის ორი მესამედის (59%) შეფასებით, სტანდარტიზებული შეფუთვა არაეფექტურია.
- ავსტრალიელთა უმეტესობის (80%) აზრით, მთავრობა არ შეცვლის რეგულაციებს იმ შემთხვევაშიც, თუ ფაქტები მოწმობს მათ არაეფექტურობას.
თავად ავსტრალიის მთავრობის მონაცემებიც მოსახლეობის სკეპტიციზმს უწყობს ხელს. ავსტრალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით „...მართალია, თამბაქოს მოხმარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტაბილურად მცირდებოდა, ოცი წლის მანძილზე პირველად ვხედავთ, რომ თამბაქოს დღიური მოხმარება საგრძნობლად არ შემცირებულა ბოლო სამი წლის განმავლობაში (2013-დან 2016-მდე)”:
„როგორც მოსალოდნელი იყო, პირველადი მონაცემები საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც ამავე ტენდენციას გვიჩვენებს.“ - აცხადებს ივა ხასია, JTI-ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
Europe Economics-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში სტანდარტიზებული შეფუთვის და თამბაქოს პროდუქციის შესახებ დირექტივის (TPD2) დანერგვას არავითარი გავლენა არ მოუხდენია თამბაქოს გაყიდვებზე. საფრანგეთის ოფიციალური უწყებებიც ადასტურებს, რომ რეგულაციის შემოღებიდან ცხრა თვის შემდეგაც, სავაჭრო ქსელში თამბაქოს პროდუქციის დისტრიბუციის მოცულობა სტაბილურად უცვლელია.
მსოფლიოში თამბაქოს მოწინააღმდეგე აქტივისტები და ჯანდაცვის უწყებები მოითხოვენ მსგავსი ექსპერიმენტული რეგულაციების შემოღებას სხვა სასურსათო პროდუქციაზეც, როგორიცაა ალკოჰოლი, შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელები და სწრაფი კვება. 2016 წლის დეკემბერში, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მოითხოვა სტანდარტიზებული შეფუთვა ალკოჰოლზე. ეს თემა ა.წ. ნოემბერში აიტაცა სამედიცინო ჟურნალმა „The Lancet“. კანადაში, ონტარიოს სამედიცინო ასოციაციამ გამოაქვეყნა მაკეტები საკვები და სასმელი პროდუქტების სტანდარტიზებული შეფუთვით.
შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ CanvasU-ს კვლევის თანახმად:
ავსტრალიის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ფიქრობს, რომ მალე სტანდარტიზებული შეფუთვა გავრცელდება ალკოჰოლზე, საკვებ პროდუქტებსა და დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ სასმელებზეც (ან რომ ეს შეზღუდვა უკვე ძალაშია).
ავსტრალიელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ცხოვრების წესის შეზღუდვისკენ მიმართული რეგულაცები კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი მცდელობაა, გადმოიღონ თამბაქოს მსგავსი გადაჭარბებული შეზღუდვები სხვა პროდუტებზეც ისე, რომ არც კი ითვალისწინებენ შესაძლო უარყოფით შედეგებს. ბრენდის მფლობელებს უნდა ეშინოდეთ ამ ერთგვარი დომინოს ეფექტის, რადგან მარეგულირებლები თამბაქოზე არ გაჩერდებიან“ - ამბობს ივა ხასია.